13 ივნისიდან ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ირანში, სულ მცირე, 627 ადამიანი დაიღუპა - ირანის ჯანდაცვის სამინისტრო

ირანი

13 ივნისიდან ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ირანში, სულ მცირე, 627 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის უწყების მონაცემების თანახმად, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 4 870 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი ირანის დედაქალაქ თეირანსა და დასავლეთ ირანის ქერმანშაჰის რეგიონში დაზარალდა. სხვა ძლიერ დაზარალებული პროვინციებია ხუზესტანი, ლორესტანი, ისპაჰანი, მარკაზი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანი, ჰამედანი, ზენჯანი და გილანი. ირანში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 86.1 პროცენტი დარტყმების ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 13.9 პროცენტი საავადმყოფოში მიყვანისთანავე ან გზაში, რაც აფეთქებების, ნანგრევებისა და ხანძრის შედეგად გამოწვეული განადგურების სიმძიმეს აჩვენებს.