რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
ჰეილი მაკკომბი ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა და ექიმების თქმით გოგონა ვერასდროს გაივლიდა. თუმცა მან სავარძელში ჯდომას აქტიური ცხოვრება ამჯობინა და მძლეოსნობაში 6 რეკორდის დამყარება შეძლო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნერვი აქვს დაზიანებული, ჰეილი მოკლე მანძილზე სირბილს და ცურვას მაინც ახერხებს.
გოგონას დედა ამბობს, რომ ფრაზები "ვერასდროს ირბენ" და "სპორტით ვერ დაკავდები" მის ქალიშვილს მეტ მოტივაციას აძლევს და ჰეილი 2028 წლის ოლიმპიადისთვის აქტიურად ემზადება.