მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
პოლიციამ დაადასტურა, რომ კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში მასობრივ სროლაში ბრალდებული დაღუპულია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 72 წლის აზიელი წარმოშობის მამაკაცმა თავი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მდგარ თეთრ ფურგონში მოიკლა, რომელიც პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰყავდა მოქცეული.
თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქში, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ, სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.