„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
რომელი ფერი და რა დიზაინის ტანსაცმელი იქნება ყველაზე მოთხოვნადი დრაკონის წელში - ფერების ინსტიტუტი ფანტომი, ქართველი და უცხოელი დიზაინერები, ყველა თანხმდება, რომ 2024 წელს მოდის მიმდევრებმა ბუნებრივ ფერებზე უნდა შეაჩერონ არჩევანი, ყველაზე მეტად კი ატმისფერზე.
ბევრისთვის საყვარელი ხილის მსუბუქი და სასიამოვნო ფერი, ცნობილი დიზაინერების თქმით, მთელი წლის განმავლობაში მომხმარებელს კომფორტულ გარემოს შეუქმნის და ელეგანტურობას შესძენს.
რაც შეეხება დიზაინს - მოდაში იქნება ყველაფერი - დაწყებული ბაროკოს ეპოქის სამოსით, დამთავრებული ე.წ. ოვერსაიზით. ასევე, აქტუალურობას არ დაკარგავს გამოყვანილი სილუეტით, დიდი მხრებითა და ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი. თუმცა, მთავარი რჩევა, რომელსაც მოდის ცნობილი სახლები გვაძლევენ, უკვე წლებია უცვლელია - ჩაიცვით ის, რაც გიხდებათ და რაშიც თავს თავდაჯერებულად გრძნობთ. ალბათ, სწორედ ამიტომ, უკვე 2 საუკუნეა მოდიდან არ გადადის ჯინსის ნაჭრისგან შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც დრაკონის წელსაც ლიდერის პოზიციაზე დარჩება.