1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთის მედია ეხმაურება.
Saudi Gazette წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად რიადში, ალ-იამამას სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს და განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესების არაერთი საკითხი განიხილეს. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მიესალმა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს საუდის არაბეთში, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის.
მანამდე, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილი პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმანმა მიიღო, რომელიც ამავდროულად რიადის გუბერნატორის მოადგილეა.
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს, ასევე ეხმიანება Arab news.
გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები.
Arab news-ის ცნობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა, რიადში, ალ-იამამას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოთხშაბათს უმასპინძლა.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაზე საუბრობდნენ და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობდნენ.
Arab news წერს, რომ ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის თანმხლებ დელეგაციას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რიადის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ბინ ფედელ ალ იბრაჰიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობას უხდის.
„საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს მადლობას ვუხდი გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შედგა. განვიხილეთ არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში ჩვენი პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერის საუდის არაბეთში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ვიზიტად.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს შორის, რომელზეც განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ბევრი მიმართულება.