კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველად გამოჩნდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. ქადაგების შემდეგ კი, მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა - "ღვთის შეწევნით ვარ კარგად."
მღვდელმთავარმა მრევლს ამბიონიდანაც მიმართა, თუმცა სავარაუდო მოწამვლის შესახებ არაფერი უთქვამს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის ნაცვლად გამოძიების მიმდინარეობაზე დღეს ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. დეკანოზმა დაადასტურა, რომ შესაძლო დანაშაულის დეტალებზე გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა.
გამოძიების შედეგებს ელოდებიან სხვა სასულიერო პირებიც. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საპატრიარქოში შიო მუჯირს მტერი არ ჰყავს. მღვდელმთავარი საყოფაცხოვრებო მიზეზით მოწამვლის ვერსიას არ გამორიცხავს.
დეტალები არ დააზუსტა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ კრიმინალური პოლიცია აქტიურად მუშაობს ყველა ვერსიის გადამოწმებაზე.
მიტროპოლიტ შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალების კვალი. საპატრიარქო და საგამოძიებო ორგანოც ახლა უცხოეთიდან დამატებითი კვლევის პასუხებს ელოდება.
ნანა ჩხაიძე