1734003706
Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა
სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა და განაცხადა რომ მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლების ხუთეულში გეგმავს შესვლას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„თავდაუზოგავი შრომით, მომდევნო 15-20 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლების ხუთეულში შევალთ და ჩინეთის ავტოინდუსტრიას წინ წამოვწევთ“, - განაცხადა პრეზენტაციაზე Xiaomi-ს ხელმძღვანელმა ლი იუნმა.
რაც შეხება თავად ელექტრომობილს ეს სედანი SU7-ია, რომელსაც იგივე ოპერატიული სისტემა უყენია, რაც Xiaomi-ს პოპულარულ ტელეფონებს. Xiaomi-მ ავტომობილებს BAIC Group-ი პეკინის ერთ-ერთ ქარხანაში დაამზადებს.