VIDEO: ჩაძირულ ტიტანიკს ამ დრომდე ყველაზე მაღალი ხარისხის ვიდეო გადაუღეს - ნახეთ რა აღმოაჩინეს

chadziruli titaniki

1912 წელს ჩაძირულ სახელგანთქმულ სამგზავრო გემ „ტიტანიკს“ ახალმა ექსპედიციამ უმაღლესი ხარისხის ვიდეო გადაუღო.

მასალა წარმოადგენს ჩაძირული ტიტანიკისთვის გადაღებულ მსოფლიოში პირველ და ერთადერთ 8K ვიდეოგამოსახულებას. საოცრად დეტალური ვიდეომასალა საზღვაო არქეოლოგებს ტიტანიკის დაშლის მაჩვენებლის უკეთესად შესწავლაში შეიძლება დაეხმაროს. ექსპედიცია ორგანიზაცია OceanGate Expeditions-მა მოაწყო.

ვიდეოს საფუძველზე მეცნიერებმა ასევე შეიძლება გამოავლინონ ჩაძირული გემის მიმდებარედ ბინადარ ზღვის არსებები; გემი დაახლოებით 3810 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.

2022 წლის ექსპედიციისას გადაღებული ვიდეოს საფუძველზე, ექსპერტებმა უკვე გამოავლინეს ახალი დეტალები ჩაძირული მდიდრული გემის შესახებ.