დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ამერიკელმა ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ეს არის ყველაზე გრძელი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეძლო.
მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ. ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. მათი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.
ასევე ნახეთ:
ვინ არის ვიქტორ სანიკიძის უმშვენიერესი მეუღლე
„ფინანსური დანაკარგების კვირაა...“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი
VIDEO: „აი, ქართველი დედამთილი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი
VIDEO: „საქმეები დროულად მოაგვარეთ...“ - ასტროლოგის რეკომენდაციები 21 აგვისტოსთვის
მოასწარით მზის ჩასვლამდე! თუ გინდათ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ
VIDEO: „ვდრიფტაობთ მე და გოგა“ - ამ ვიდეომ ხალხის ნაწილი აღაშფოთა