ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე მეორე ვაჟის მამა გახდა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.
„მამას მეორე. კეთილი იყოს შენი მობრძანება, სანი. მადლობა, ჩემო საყვარელო“ - მიმართა მან მეუღლეს, მაი ბიწაძეს.
ცნობისთვის, ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, მმართველი გუნდის სიაში მეცამეტე ნომერია. ნაკრებში ის სწორედ 13 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, ცნობილმა კალათბურთელმა უმშვენიერეს მხატვარზე მაი ბიწაძეზე იქორწინა და ქორწილი, ვიწრო წრეში საქართველოში გადაიხადა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა.
2019 წელს ვაჟი, უსაყვარლესი ნიკალა შეეძინათ. პატარა ნიკალას აღზრდაში დედ-მამა ერთად იყვნენ ჩართული.