უნდა დავიძინოთ თუ არა ბავშვთან ერთად - რას ამბობს მეცნიერება

დედა-შვილი

როდესაც ბავშვი იბადება, ოჯახს გარკვეულწილად სხვა რეჟიმსა და ცხოვრებაზე გადაწყობა უწევს. ამ პროცესში მშობლებს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხები გამორჩეთ. 

ბავშვთან ერთად ძილი ოჯახის არჩევანია, რომელსაც წყვილი წყვეტს. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა მოქმედ ინფორმაციაზე. თქვენი ბავშვის ძილის რეჟიმი ცხოვრების დასაწყისში დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ არჩევანზე. 

ამ პროცესს მკვლევრები „თანაძილს“ უწოდებენ. 

იგი განისაზღვრება ორი გზით:

1 - ერთობლივი ძილი საერთო ზედაპირზე, ისევე როგორც ერთი და იგივე საწოლის გაზიარება;

2 – ერთსა და იმავე ოთახში ძილი, რაც გულისხმობს ძილის ერთსა და იმავე ადგილს.

ბოლო კანადური კვლევის თანახმად, დედების დაახლოებით მესამედს ბავშვთან ერთად ერთსა და იმავე ზედაპირზე სძინავს, ხოლო 40% ამბობს, რომ მათ არასდროს უძინიათ მსგავსად. 

2000-იანი წლების ბოლოს კანადაში ახალშობილებში მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის გათვალისწინებით (ათასიდან ერთი), საზოგადოებაში დამყარდა საგანგაშო შეხედულება ერთად ძილის მიმართ.

საზოგადოების ერთი ნაწილის თანახმად, „თანაძილის“ დროს უფრო დიდი რისკია ბავშვის დახრჩობის ან უეცარი სიკვდილის. 

მეორე ნაწილი ცდილობს ხელი შეუწყოს ძუძუთი კვების პრაქტიკას და კულტურული და ოჯახური ღირებულებების ჩართვას და თვლის, რომ ერთობლივი ძილი ხელს უწყობს მათ.

ხელს უწყობს თუ არა ერთობლივი ძილი ღამით ძუძუთი კვებას? - დიახ, სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მაგრამ ძნელი სათქმელია, ძუძუთი კვება ხელს უწყობს ამ პრაქტიკას თუ პირიქით. მიუხედავად ამისა, ძუძუთი კვება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დედები ირჩევენ ბავშვთან ერთად დაძინებას.

სამეცნიერო კვლევის თანახმად, ფიზიკური კონტაქტი და სიახლოვე ერთ ოთახში ხელს უწყობს ბავშვის ცირკადული რიტმის სინქრონიზაციას მშობლის რიტმთან. ეს ეხმარება ბავშვს ძილის კონსოლიდაციაში. მშობელი უფრო ყურადღებიანი იქნება ჩვილის სიგნალების მიმართ ორივე ტიპის ძილის დროს, რაც ხელს შეუწყობს მასთან კომუნიკაციას.

ნაკლები სტრესი

ერთობლივი ძილი ამცირებს ბავშვის სტრესს, მაგრამ ეს დამოკიდებულია დონეზე.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა მშობლები: ბავშვებს, რომლებმაც ისარგებლეს თანაძილიდან ერთ-ერთით, ჰქონდათ შფოთვის დაბალი დონე სკოლამდელ ასაკში, მათთან შედარებით, ვისაც ექვს თვეზე ნაკლები დრო მარტო ეძინა.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლებთან ერთად ეძინათ, 12 თვის ასაკში უფრო სუსტი რეაქცია ჰქონდათ სტრესზე, ვიდრე მათ, ვისაც არ ეძინა. თუმცა, რაც უფრო მაღალია სტრესის დონე (მაგალითად, ვაქცინაციის დროს) ზომიერ სტრესთან შედარებით (ბანაობის დროს), განსხვავება მცირდება ორ ჯგუფს შორის. 

უფრო დარღვეული და მოშლილი ძილი

ჩვილები, რომლებიც ერთად იძინებენ, უფრო ხშირად იღვიძებენ, ვიდრე ისინი, ვინც ადრეულ ასაკში მარტო იძინებენ. ეს ასევე ეხება მშობლებს .

კვლევამ, რომელმაც გაზომა ძილის რაოდენობა ექვსი, თორმეტი და თვრამეტი თვის განმავლობაში, აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ერთად იძინებენ საერთო ზედაპირზე ან იმავე ოთახში, უფრო მეტი ღამის გამოღვიძება აქვთ, ვიდრე მარტო მძინარეებს.  

ეს სამეცნიერო მონაცემები მშობლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ ძილის რეჟიმი, რომელიც შეესაბამება მათ და მათ ოჯახს. ბოლო გადაწყვეტილება მაინც მშობლის მისაღებია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

VIDEO: ასეა შექმნილი შენობები და სივრცეები დემენციის მქონე ადამიანებისთვის - ნიმუშები სხვადასხვა ქვეყნიდან

როგორ ითვლიან სულის ასაკს და რა მისია აქვს თითოეულ ადამიანს დედამიწაზე - მითები და რეალობა რეინკარნაციაზე

დღისით რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინება დემენციის რისკს ამცირებს - ახალი კვლევა