1754511189
თუ ძილის დროს ნასკები გაცვიათ - ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ნახოთ

ვირჯინიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძილის დროს ნასკები აცვიათ - უფრო დიდხანს და ტკბილად სძინავთ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ბიქუან ლუოს თქმით, როდესაც ფეხები თბილად გვაქვს - ეს ყველაფერი სხეულს მოდუნებასა და რელაქსაციაში ეხმარება.
„სხეულის ტემპერატურას ჯანსაღი ძილის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნავს პროფესორი.
სამედიცინო სფეროს ექსპერტების თქმით, იმისთვის რომ ტკბილად გეძინოთ, ასევე კარგი იქნება თუ ძილის წინ ცხელ შხაპს მიიღებთ ან ფეხებს თბილი წყლით დაიბანთ.