1692302192
ტრამპმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მიცემული ვადა კიდევ ერთხელ შეახსენა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის მიცემული ვადა კიდევ ერთხელ შეახსენა და აღნიშნა, რომ ულტიმატუმი ძალაში რჩება.
როგორც ცნობილია, ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორად სანქციებს დაუწესებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში მის მიერ დადგენილი დედლაიან, ტრამპმა უპასუხა: „ბოლო სიტყვა მისია [პუტინის]. ვნახოთ, რას იტყვის... ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.