პარაზიტი

თუ ადამიანი ამ პარაზიტით დაინფიცირდა, ის წარმოუდგენლად მიმზიდველი, სექსუალური და წარმატებული გახდება - უახლესი კვლევა

ახალი უჩვეულო კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პარაზიტს, ტოქსოპლაზმას ეხება, ცნობილი ხდება, რომ Toxoplasma gondii მანიპულირებს დაინფიცირებული ადამიანის გარეგნობით, რათა ის უფრო მიმზიდველი გახადოს სექსუალურად.

მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგიერთმა პარაზიტმა „შეიმუშავა სტრატეგიები“ მათი მასპინძლის გარეგნობით მანიპულირებისთვის. 2011 წლის დამაჯერებელმა კვლევამ ეს ჰიპოთეზა უფრო წინ წასწია და აჩვენა, რომ მამრ ვირთხებში T. gondii ინფექცია რეალურად ზრდის მათ მიმზიდველობას, მდედრი ვირთხებისთვის.

შედეგად, ბორრაზ-ლეონს გაუჩნდა კითხვა: თუ ეს პარაზიტი მანიპულირებს მღრღნელების ფიზიოლოგიურ მახასიათებლებსა და ქცევაზე, შეუძლია თუ არა, იგივე გაუკეთოს ადამიანს?

ერთი შეხედვით, ჰიპოთეზა საკმაოდ სასაცილოა, მაგრამ ბორრაზ-ლეონი მიუთითებს გონივრულ მტკიცებულებაზე, რომ T. gondii ინფექციები ადამიანებში მოქმედებს მთელ რიგ მახასიათებლებზე. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ T. gondii-თ დაინფიცირებულ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე გაცილებით მაღალია. 

უფრო უახლესმა კვლევამ კი აჩვენა, რომ T. gondii-ით ინფიცირებული ადამიანები უფრო სარისკო ქცევებით იყვნენ გამორჩეული. მათ, როგორც ჩანს, „მარცხის შიში“ ნაკლებად ჰქონდათ და საქმიანობაშიც გაცილებით წარმატებული ხდებოდნენ.  რა თქმა უნდა, პარაზიტი ვერ გაქცევს ბიზნესგენიოსად: უბრალოდ, ინფიცირებულის მიდრეკილება სარისკო ქცევისკენ განაპირობებს წარმატებას. 

ახალი კვლევის პირველ ფაზაში შეისწავლეს სხვადასხვა ფიზიოლოგიური და ქცევითი განსხვავება ინფიცირებულ და არაინფიცირებულ ადამიანებს შორის. ეს მოიცავდა მიმზიდველობას, სექსუალური პარტნიორების რაოდენობას, სახის სიმეტრიასა და სხეულის მასის ინდექსს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ტოქსოპლაზმით ინფიცირებულ მამაკაცებს სახის უკეთესი სიმეტრია ჰქონდათ, ვიდრე არაინფიცირებულ მამაკაცებს, ხოლო ტოქსოპლაზმით ინფიცირებულ ქალებს ჰქონდათ სხეულის მასის დაბალი ინდექსი და დაბალი წონა. ტოქსოპლაზმით ინფიცირებულ ქალებს ასევე ჰქონდათ უფრო მაღალი თვითაღქმა მიმზიდველობის შესახებ და ჰყავდათ უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი, ვიდრე არაინფიცირებულ ქალებს.
Borras-Leon-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ქალების გარეგნობა უფრო შეიცვალა, ვიდრე ინფიცირებული მამაკაცების. 

კვლევის მეორე ნაწილში მონაწილეობდა დაახლოებით 200 ადამიანი, რომლებმაც ნახეს ადამიანების მრავალი ფოტო (არ იცოდნენ, რომელი მათგანი იყო ინფიცირებული) და შეაფასეს მათი გარეგნობა და ჯანმრთელობა. სქესის მიუხედავად, T. gondii ინფექციების მქონე მონაწილეები შეფასდნენ, როგორც უფრო ჯანმრთელები და მიმზიდველები, ვიდრე არაინფიცირებულები.

შეუძლია თუ არა პარაზიტს, ადამიანი სუპერმოდელი გახადოს?
რა თქმა უნდა, თუ აქამდე წაიკითხეთ, ალბათ ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ: როგორ შეიძლება პარაზიტმა მართლაც გახადოს ადამიანი უფრო მიმზიდველი? 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ Toxoplasma gondii-ს შეუძლია პირდაპირ გაზარდოს სეროტონინისა და დოფამინის გამომუშავება მათ მასპინძლებში. იმის გარდა, თუ როგორ შეუძლიათ ამ პარაზიტებს ჩვენი გარეგნობის შეცვლა, ჩნდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: კონკრეტულად რა გვაქცევს მიმზიდველად პარტნიორისთვის? ადამიანის ფიზიკურ მიმზიდველობაზე უდავოდ დიდ გავლენას ახდენს კულტურული ფაქტორები, ამიტომ, ერთი თვალსაზრისით, გიჟურია იმის გათვალისწინებაც კი, რომ პარაზიტმა შეიძლება შეცვალოს ინფიცირებული  ადამიანის ფიზიკური მახასიათებლები.