სიგარეტის მოწევა დაბერების პროცესს აჩქარებს - ახალი კვლევა

სიგარეტის მოწევა

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები მოწევის შედეგებს იკვლევდნენ. მათ აინტერესებდათ თუ რა გავლენას ახდენს ეს ადამიანის სხეულზე. კვლევებით დადგინდა, რომ თამბაქოს მოწევა გავლენას ახდენს კანის ბიოფიზიკურ პარამეტრებზე, მათ შორის დერმის, ეპიდერმისსა და ნასოლაბიური ნაკეცების სისქესა და სიმკვრივეზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის თანახმად, თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სისქისა და სიმკვრივის ცვლილებები, ასევე პოტენციურად ხელი შეუწყოს სახის ნაოჭების განვითარებას.

და აი ახლა, მეცნიერებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რომელიც მოწევასა და დაბერებას შორის კავშირს იკვლევდა. მკვლევრებმა ამისთვის 472 174 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.

ლეიკოციტების ტელომერის სიგრძის შემცირება


მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სიგარეტს ხშირად ეწევიან, ლეიკოციტების ტელომერების შემცირებას განიცდიან. ამ ფრაგმენტების სიგრძეს ტელომერი ეწოდება. თავის მხრივ, სისხლის თეთრი უჯრედების ტელომერების შემცირება დაბერებასა და უჯრედების ცუდ მდგომარეობაზე მიუთითებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწევა სისხლის თეთრ უჯრედებში ქრომოსომის ბოლო ფრაგმენტებს ამცირებს.

კვლევას სიიუ დაი და ფენ ჩენი ხელმძღვანელობდნენ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა ლეიკოციტების ტელომერების სიგრძის შემცირებას იწვევს, რაც ქსოვილის თვითაღდგენის, რეგენერაციისა და დაბერების მაჩვენებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწევას შეუძლია დააჩქაროს დაბერების პროცესი, ხოლო თავის დანებებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს შესაბამისი რისკები", - თქვა სიიუ დაიმ.

საუბარია პროცესზე, რომელიც უჯრედების ბუნებრივ დაბერებას იწვევს. როდესაც უჯრედები იყოფა, ტელომერები ოდნავ უფრო მოკლე ხდება. და თუ უჯრედი გარკვეულ სიგრძემდე მოკლეა, ის ვეღარ იყოფა — აქ უჯრედი კვდება.

წინა კვლევებისგან განსხვავებით, მკვლევრები ამჯერად მოწევის ინტენსივობაზეც აქცენტირდნენ.

„რაც უფრო ხშირად ეწევით სიგარეტს ლეიკოციტების ტელომერის სიგრძე მნიშვნელოვნად ნაკლები გაქვთ. მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების ტელომერების სიგრძის შემცირება და რაც უფრო მეტს ეწევით ეს პროცესი უფრო აქტიურდება", - აღნიშნა ფენ ჩენმა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „უნდა მიშველოთ, უნდა გადამარჩინოთ!...“ - ოჯახი, რომელსაც გურიაში სტიქიამ საცხოვრებელი გაუნადგურა, დახმარებას ითხოვს

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც სექტემბერში ფინანსური სიურპრიზი და კარიერული წარმატებები ელის

VIDEO: უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან - ლიბიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა