რაკეტა, რომლის ბორტზეც პოპულარული ტელესერიალის მსახიობების ფერფლი და ამერიკელი პრეზიდენტების დნმ-ის ნიმუშებია, მთვარის ზედაპირისკენ გაემართა

რაკეტა

ამერიკულმა რაკეტამ Vulcan Centaur მთვარისკენ სტარტი წარმატებულად აიღო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტა NASA-ს კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. მასზე ზონდი Peregrine 1-ია, რომელიც მთვარეზე უნდა დაჯდეს. ეს პირველი შემთხვევა იქნება 1972 წლიდან, როდესაც დედამიწის თანამგზავრზე ამერიკული აპარატი დაჯდება.

Peregrine 1-ის ბორტზე NASA-ს მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტებია, ასევე სხვა ტვირთი, რომელთა შორისაა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის როვერი - პირველი ამერიკული რობოტი, რომელიც მთვარეზე მოხვდება.

Peregrine 1-ის ბორტზე ასევე 265 კაფსულია, რომლებშიც სხვადასხვა ადამიანის ფერფლია მოთავსებული. მათ შორის არიან პოპულარული სამეცნიერო-ფანტასტიკური ტელესერიალის „სტარტრეკის“ ავტორი და რამდენიმე მსახიობი, 2021 წელს გარდაცვლილი მისია „აპოლონის“ ასტრონავტი ფილიპ ჩეპმანი და სხვები. ასევე კაფსულებში მოთავსებულია აშშ-ის პრეზიდენტების - ჯონ კენედის, ჯორჯ ვაშინგტონისა და დუაიტ ეიზენჰაუერის დეენემის ნიმუშები. ეს დამკრძალავი კომპანიების Elysium Space და Celestis-ის სერვისია, რომლის ღირებულებაც 10 ათასი დოლარიდან იწყება.