ქირურგი რობოტი - ასტრონავტებს ოპერაციას კოსმოსშიც გაუკეთებენ

roboti

2024 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებთან ერთად უკვე ქირურგი რობოტი შეიძლება მოხვდეს, თანაც, მას ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი საცდელი მისიისთვის უკვე ამზადებს. 

შეინ ფარიტორის მიერ შექმნილ პატარა ქირურგიულ რობოტს MIRA-ს, ანუ „მინიატიურული რობოტის ასისტენტის“ სახელით გვაცნობენ. იგი ახლახან NASA-მ 100 000 აშშ დოლარითაც დააფინანსა, ეს კი მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენის იდეალურ საშუალებას აძლევს.

რობოტ ქირურგს ორი ძირითადი უპირატესობა აქვს, ძალიან პატარა ადგილი სჭირდება მოსათავსებლად და მისი დახმარებით ოპერაციების ჩატარება დისტანციურადაც კია შესაძლებელი. ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც მთვარეზე ან მარსზე იმყოფებიან. 

წინა ტესტირების დროს MIRA-ს NASA-ს ყოფილი ასტრონავტი კლეიტონ ანდერსონი აძლევდა მითითებებს. იგი საოპერაციო ოთახიდან 1448 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა, თუმცა ამჯერად მან ავტონომიურად უნდა იმუშაოს, ექიმისა თუ ასტრონავტების ყოველგვარი მითითების გარეშე.

ის ექსპერიმენტულ სათავსოში განთავსდება, რომელიც დაახლოებით მიკროტალღური ღუმელის ზომისაა, რათა მოჭრას რეზინის ზოლები და მავთულის გასწვრივ ლითონის რგოლები დაამაგროს. ამგვარად, ზუსტად იმ მოძრაობებს იმეორებს, რომლებსაც ქირურგიაში იყენებენ…

გუნდი ფიქრობს, რომ რობოტს სრული ავტონომიის მისაღწევად 50-დან 100 წლამდე დასჭირდება. მომავალი მისიით კი უნდა აჩვენონ, რამდენად შეძლებს რობოტი ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ოპერაციების ჩატარებას და სურთ, რომ მან ამ სიმულაციების დროს რაც შეიძლება მეტი მონაცემიც შეაგროვოს.

„ადამიანები უფრო და უფრო ღრმად მიდიან კოსმოსში, ამიტომ, შესაძლებელია მათ ერთ დღეს იქ ოპერაციის ჩატარება დასჭირდეთ. ჩვენ კი ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ“, — აცხადებს ფარიტორი, ინჟინერიის პროფესორი.

წყარო: marketer.ge