პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახლა, როდესაც კაცობრიობა დედამიწის მიღმა უცნაურ საზღვრებს უყურებს, პირველ ნაბიჯებს დგამს ვარსკვლავებისკენ, ჩვენი მომავლის შესახებ ახალი კითხვებიც ჩნდება.
ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ შესამოწმებელია, არის სახეობათა გამრავლება. შევძლებთ თუ არა დედამიწის ატმოსფეროს მიღმა, მიკროგრავიტაციისა და რადიაციულ გარემოში გამრავლებას და ახალ ადამიანთა გაზრდას?
ახალი ექსპერიმენტის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხია „შესაძლოა“.
პირველად ისტორიაში, ძუძუმწოვრის ემბრიონები კოსმოსში გამოიყვანეს და გაზარდეს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიკროგრავიტაციულ გარემოში, დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე.
ექსპერიმენტის ავტორი და ხელმძღვანელია იამანაშის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი ტერუჰიკო ვაკაიამა; შედეგები აჩვენებს, რომ თაგვის ემბრიონებს სულ მცირე თავდაპირველად მაინც შეუძლიათ კოსმოსურ გარემოში გადარჩენა.
„სამომავლოდ, მარსისკენ გზაზე, არსებობს ფეხმძიმობის შესაძლებლობა, რადგან ამ მგზავრობას ექვს თვეზე მეტი დასჭირდება. კვლევებს ვატარებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვის უსაფრთხოდ გაჩენა შეგვეძლება, თუკი ასეთი დრო დადგება“, — ამბობს ვაკაიამა.
მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ძუძუმწოვართა ნაყოფის განვითარება მიკროგრავიტაციაში.
2009 წელს, მკვლევართა ჯგუფმა ვაკაიამას ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ სიმულირებულ მიკროგრავიტაციას მავნე გავლენა აქვს ემბრიონის განვითარებაზე — მიკროგრავიტაციაში კვერცხუჯრედი შეიძლება განაყოფიერდეს, მაგრამ გარკვეულწილად ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა.
თუმცა, ფეხმძიმობისას მრავალი სხვადასხვა მოძრავი ნაწილია და მკვლევართა ახალი ძალისხმევა ფოკუსირებული იყო არა განაყოფიერებაზე ან იმპლანტაციაზე, არამედ ემბრიონის ადრეულ განვითარებაზე. მკვლევრებმა თაგვის ემბრიონები გაანაყოფიერეს და ორუჯრედიან ეტაპამდე განავითარეს, შემდეგ გაყინეს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნეს, სადაც ისინი ასტრონავტებმა გაალღვეს და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ დანადგარში დაამუშავეს.
მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, ასტრონავტებმა ემბრიონების კულტივირება მოახდინეს, ექსპერიმენტის ბოლოს კი პარაფორმალდეჰიდში შეინახეს, რათა უკან, დედამიწაზე გამოეგზავნათ და ვაკაიამას ჯგუფს შეესწავლა.
ექსპერიმენტში ემბრიონთა მრავალი ნაკრები გამოიყენეს. ერთი საკონტროლო ჯგუფი დედამიწაზე, გრავიტაციულ გარემოში დაამუშავეს. მეორე საკონტროლო ჯგუფი კოსმოსურ სადგურზე, დედამიწის სიმულირებულ გარემოში; და რა თქმა უნდა, არსებობდა მიკროგრავიტაციის ექსპერიმენტის ჯგუფიც.
ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, რათა განისაზღვროს, მიზანშეწონილია თუ არა კოსმოსში ორსულობა. კვლევას მხედველობაში არ მიუღია რადიაციის ეფექტები, რომელიც კოსმოსში გაცილებით მაღალია, ვიდრე დედამიწაზე.
გარდა ამისა, განვითარება ბლასტოცისტის ეტაპზე შეწყდა. უცნობია, ექნებოდა თუ არა განსხვავებული შედეგები საშვილოსნოში განვითარებას.
ასევე, მაკე მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ორსულობის კრიტიკულ ეტაპებზე კოსმოსში ყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს, მაგალითად, ვესტიბულურ განვითარებას. კოსმოსში გაშვებული მღრღნელების ნაშიერებს ასევე აღენიშნებოდათ ჯანრთელობის გართულებათა უფრო მაღალი მაჩვენებელი. 2005 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გრავიტაციით დატვირთვა აუცილებელია ნაყოფის კუნთოვანი სისტემის ნორმალური განვითარებისთვის.
მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო ძუძუმწოვართა ნაყოფის განვითარებაში კოსმოსურ ფრენის ეფექტების შესასწავლად.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944