ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიკრო რნმ-ის აღმომჩენებს მიენიჭათ

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიკრო რნმ-ის აღმომჩენებს მიენიჭათ

სტოკჰოლმში ნობელის პრემიის კვირეული დაიწყო. ტრადიციულად, პირველი გამარჯვებული ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამოვლინდა.

2024 წელს ჯილდო ვიქტორ ემბროსმა და გერი რავკუნმა მიიღეს „მიკრო რნმ-ის აღმოჩენისა და გენების ექსპრესიის პოსტ-ტრასნკრიფციულ რეგულაციაში მათი როლის შესწავლისთვის“.

8 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული ფიზიკის დარგში, 9 ოქტომბერს ქიმიის, 10 ოქტომბერს ლიტერატურის. 11 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.