პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფრენკ ჰუგერბითსი, უკვე მეორე დღეა, სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრშია - მან 3 თებერვალს დაწერა, რომ "ადრე თუ გვიან, ამ რეგიონში (სამხრეთ-ცენტრალური თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი) 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდებოდა. ტვიტს ინტერნეტში ვირუსულად აზიარებენ.
ჰუგერბითსის წინასწარმეტყველებას მეცნიერები აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ თეორია სრულიად მიუღებელია.
როგორც Express წერს, გეოლოგმა ბრაიან გეინსლერმა განაცხადა, ჰუგერბითსის თეორიებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
"ყველაფერი ძალიან მარტივია - პლანეტების განლაგებას მიწისძვრებთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა გეინსლერმა.
კიდევ ერთი მეცნიერი, როჯერ მუსონი კი, რომელსაც სეისმოლოგიაში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, "ნიუსვიკთან" ამბობს, რომ თუ რაიმეს წინასწარ გათვლა არის შესაძლებელი, უნდა დასახელდეს დრო, ადგილი და მაგნიტუდა.
"ადრე თუ გვიან" არ განსაზღვრავს დროს, ასე რომ მას მიწისძვრა არ უწინასწარმეტყველებია," - ამბობს სეისმოლოგი.
როგორც ქართული ფეისბუქგვერდი "სიცრუის და სტიგმის მიმართ წინააღმდეგობა" წერს, ჰუგერბითსის შექმნილი ორგანიზაცია SSGEOS არალიცენზირებული და არასანდოა.
"ინფორმაციის წყაროდ თავის თავს იყენებს. ფრანკი მსგავს სიყალბეებს 2014 წლიდან (ან უფრო ადრე) უკვე ავრცელებდა. მას ადრე ჰქონდა მსგავსი შინაარსის საიტი სახელად "Ditrianum", მაგრამ მალევე გააუქმა, რადგან ამხილეს. სოც ქსელების პირადი ანგარიშები და გვერდები კი ახალი შექმნილი აქვს. "SSGEOS" იუთუბ არხი კი მხოლოდ 4-5 თვის წინ შექმნა... საიტის აიპი მისამ.: 45.80.169.117 (ამსტერდამი)
ფრანკი ყოველ წელს და ყოველ თვეს მსგავს ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და ამბობდა, რომ მიწისძვრას წინასწარმეტყველებდა კალიფორნიაში, ნეპალში, ფილიპინებში, თურქეთში, სირიაში, არგენტინაში და ა.შ. მაგალითად, 2015 წელს თქვა, რომ კალიფორნიასა და იაპონიას 9.8 მაგნიტუდის მიწისძვრა და შემდეგ ცუნამი დაფარავდა. ფრანკი, სავარაუდოდ, ცდილობს პანიკის დათესვას ან ყურადღების მიპყრობას, ან უბრალოდ შეშლილია, რადგან 28 მაისს დაწერა, რომ აქვს „გადარჩენის გეგმა“ ყველასთვის," - აღნიშნულია წერილში.
მიწისძვრის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრიც (USGS).
"არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეუძლიათ მიწისძვრის წინასწარმეტყველება, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მათი განცხადებები ტყუილია:
თეორიები არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს, მიწისძვრები კი მეცნიერული პროცესების ნაწილია. მაგალითად, მიწისძვრას არაფერი აქვს საერთო ღრუბლებთან, სხეულის ტკივილთან;
ისინი არასოდეს განსაზღვრავენ იმ სამ ელემენტს ( თარიღი და დრო, ზუსტი ადგილმდებარეობა და მაგნიტუდა), რომელიც პროგნოზის დროს მოითხოვება;
მათი პროგნოზები იმდენად ზოგადია, რომ ყოველთვის მოხდება ისეთი მიწისძვრა, რომელიც მათ ნათქვამს მიესადაგება - მაგალითად, იქნება 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აშშ-ში, უახლოესი 30 დღის განმავლობაში და ა.შ." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.