მეცნიერული დასკვნა - ვისგან დაჰყვებათ ბავშვებს გონებრივი შესაძლებლობები

ბავშვი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ X ქრომოსომა ბავშვებში განსაზღვრავს შემეცნებითი შესაძლებლობების დონეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალთა დნმ შედგება 22 წყვილი X ქრომოსომისგან, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბავშვი დედისგან მემკვიდრეობით იღებს თავისივე ინტელექტის დონეს.

მეცინერებმა ჩაატარეს ცდა და დედის გენები შეუყვანეს თაგვს, ცდის შედეგად ნათელი გახდა, რომ თაგვს გაეზარდა თავი და ტანი დარჩა პატარა,ტვინის სიდიდე რამდემჯერმე აღემატებოდა ნორმას. თუ თაგვს მამის გენებს შეუყვანდნენ, მაშინ ხდებოდა საწინააღმდეგო ეფექტი.

ამის შემდეგ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეანალიზებინათ ადამიანის მდგომარეობა. ექსპერტებმა გამოკითხეს 12686 ადამიანი, 12-22 წლამდე ახალგაზრდები. ასევე გაითვალისწინეს ისეთი ელემენტები, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და რასა.

-“ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ინტელექტის დონის ძირითადი მაჩვენებელი, მისი დედის ინტელექტის კოეფიციენტია”, – თქვეს მეცნიერებმა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გენეტიკა გავლენას ახდენს ადამიანის მხოლოდ 40-60% -ზე. დანარჩენს კი, გარემო ფაქტორები განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის განვითარება ყველა სფეროს მოიცავს: ფიზიკურ ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას.

კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების – აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების განვითარებას. ფსიქო-სოციალურს – პიროვნული ნიშნების შეძენასა და საკუთარი უნიკალურობის გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან.