მეცნიერებმა სიცოცხლის გასახანგრძლივებელი სასმელი დაასახელეს

sasmeli

სიცოცხლის გასახანგრძლივებელი სასმელი ცნობილია.

ახალი კვლევის თანახმად, ბროწეულის წვენმა, შესაძლოა, არა მხოლოდ გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ შეამციროს კიბოს განვითარების რისკი.

ექსპერტებმა ექსპერიმენტი ბუზებზე ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ბროწეულის წვენი მამრობით (18%-ით) და მდედრობით (8%-ით) მწერებში სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს. ასევე აღინიშნა, რომ მწერები, რომლებიც ამ სასმელს მოიხმარდნენ, დღის განმავლობაში ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბროწეულის წვენი შეიცავს ნივთიერებას, სახელწოდებით urolithin A, რომელიც ხელს უწყობს უჯრედებში მიტოქონდრიის უკეთეს ფუნქციონირებას. ეს ეფექტი სხეულის დაბერების პროცესის შენელებას ეხმარება. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სასმელი გულის დაავადებების რისკს ამცირებს.