მეცნიერებმა კბილის ჯაგრისებსა და შხაპის თავებში „აქამდე უხილავი ვირუსები“ აღმოაჩინეს

ვირუსი

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩვენს კბილის ჯაგრისებსა და შხაპის თავებში აღმოაჩინეს „აქამდე არნახული" ვირუსები.

მიკრობიოლოგებმა დაადგინეს, რომ ჩვენი კბილის ჯაგრისები და შხაპის თავები აბსოლუტურად სავსეა ვირუსებით.

ამ ვირუსების აბსოლუტური უმრავლესობა მეცნიერებს აქამდე არასოდეს უნახავთ, რაც განსაცვიფრებელი აღმოჩენაა კვლევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კბილის ჯაგრისზე ან შხაპის თავზე ვირუსების აღმოჩენის იდეა საშინლად ჟღერს, ისინი ზიანს არ გვაყენებენ.

ეს არის ვირუსები (ფგები), რომლებიც აინფიცირებენ და მრავლდებიან ბაქტერიების შიგნით.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრი ვირუსი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ვიცით და ბევრი სხვა, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. საოცარია, რამხელა აუთვისებელი ბიომრავალფეროვნებაა ჩვენს ირგვლივ. მის საპოვნელად შორს წასვლაც კი არ გჭირდებათ. ის ჩვენს ცხვირწინ არსებობს“,- ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი.