პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კვლევის თანახმად, მაკარონის ჭამა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის. ექსპერიმენტი იტალიაში, ენების და კომუნიკაციის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს. მეცნიერები ამბობენ, რომ სპაგეტისა და, ზოგადად, მაკარონის მოხმარება ჩვენში დადებით ემოციებს იწვევს, რაც ბედნიერებისა და კეთილდღეობის საერთო დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
კვლევის ფარგლებში მათ 40 ადამიანის ნეიროიმპულსები შეამოწმეს. ჯგუფი ზუსტად ორად გაიყო - 20 ქალი და 20 კაცი. მათი ასაკი 25-დან 55 წლამდე მერყეობდა. როგორც დადგინდა, ტვინი მაკარონით დამზადებული კერძის დაგემოვნებაზე ისევე დადებითად რეაგირებს, როგორც ადამიანის საყვარელი საქმიანობის შესრულებისას ან მუსიკის მოსმენის დროს.
ზოგიერთი სუბიექტის შემთხვევაში პასტის ჭამით გამოწვეული ემოციურ-კოგნიტური მდგომარეობა იმაზე უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე სპორტული სახეობით განცდილი დადებითი ემოცია. სპაგეტის მოხმარების ეფექტი მაშინ კიდევ უფრო მაღალია, თუ ადამიანი მას მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევს.
„კვლევის დახმარებით მეცნიერება ემოციების სამსახურში ჩადგა და მან დაადასტურა, რომ სპაგეტი სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერება", - ამბობს ფსიქოლოგიისა და ნეირომარკეტინგის პროფესორი, ვინჩესო რუსო.
ასევე ნახეთ:
მზიანი დღეებია მოსალოდნელი, გრძელვადიანად - მეტეოროლოგი
VIDEO: სუნელებში საშიში ნივთიერებები ისევ იპოვეს - ქიმიური დანამატი, რომელიც კიბოს იწვევს