საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ პირველად დააჯარიმა კომპანია დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის დატოვების გამო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ (FCC) კომპანია Dish Network 150 ათასი დოლარით დააჯარიმა, რადგან მათ ძველი თანამგზავრი სხვა სატელიტებისგან საკმარის მანძილზე ვერ გაწიეს.
FCC-ში განმარტავენ, რომ Dish-ის სატელიტი საფრთხეს უქმნის დედამიწის ორბიტაზე მოძრავ სხვა თანამგზავრებს. კომპანიას ის პლანეტიდან 186 მილის მანძილზე უნდა გადაეყვანა, მაგრამ მხოლოდ 76 მილის მანძილზე შეძლო ობიექტის გადაწევა, სანამ მას საწვავი არ გაუთავდა.
კომპანიამ დანაშაული აღიარა და ჯარიმის გადახდაზეც თანახმაა.
1957 წელს დედამიწიდან პირველი სატელიტის გაშვების შემდეგ, პლანეტის ორბიტაზე 10 ათასზე მეტი თანამგზავრია გაყვანილი. ნახევარზე მეტი მწყობრიდან უკვე გასულია. Nasa-ს ცნობით, ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის 10 სანტიმეტრზე დიდი ნაწილების რაოდენობა 25 ათასს აღემატება, რაც საფრთხეს წარმოადგენს, მაგალითად ღია კოსმოსში გასული ასტრონავტებისთვის, რადგან საათში 17 500 მილის სიჩქარით მოძრავ მცირე ობიექტსაც სერიოზული ზიანის გამოწვევა შეუძლია.