იშვიათი შემთხვევა მედიცინაში - ერთი წლის გოგოს თავში მზარდი ნაყოფი აღმოაჩინეს

თავის ტვინი

ჩინელმა ექიმებმა ერთი წლის გოგონას ოპერაცია ჩაუტარეს, რომელსაც თავში მზარდი ნაყოფი აღმოუჩინეს. 

მშობლებმა გოგონა ექიმთან მას შემდეგ მიიყვანეს, რაც „მოტორული უნარებისა და მეტყველების განვითარების შეფერხება“ დაეწყო.

მიუხედავად იმისა, რომ „ანომალიები“ უკვე გამოვლენილი იყო ბავშვის დაბადებამდე, ორსულობის 33-ე კვირაზე, ექიმებმა დაზუსტებით ვერ შეძლეს გაერკვიათ რასთან ჰქონდათ საქმე.

მშობიარობისას, ბავშვი „დიდი გარშემოწერილობის თავით“ დაიბადა. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ დროთა განმავლობაში ჩვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

ბავშვი ერთი წლის გახდა, მაგრამ მეტყველება ვერ შეძლო. მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. ამის შემდეგ მშობლებმა ისევ მიმართეს ექიმებს. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ პატარას თავის ნახევარსფეროში, ტვინის იმ ნაწილში, რომელიც აკონტროლებს კუნთებს, მეტყველებისა და აზროვნების ფუნქციას საკმაოდ დიდი წანაზარდი ჰქონდა.

 

კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ გოგონას ჰქონდა „განვითარების იშვიათი დარღვევა, რომლის დროსაც არასწორი ნაყოფი გვხვდება სხვა ტყუპის სხეულში“.

ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც „პარაზიტული ტყუპისცალი“. ამ დროს ერთი ტყუპი წყვეტს განვითარებას, მაგრამ რჩება მიბმული თავის ტყუპზე, სანამ ეს ტყუპი აგრძელებს განვითარებას.

ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა და ნახევარ მილიონ ცოცხალ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს.

ექიმებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს გოგონასთვის კრანიოტომია გაეკეთებინათ. კრანიოტომია არის თავის ქალადან ძვლის ნაწილის ქირურგიულად მოცილება.

მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, ოპერაციიდან 12 დღეში გოგონა გარდაიცვალა.