გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს - კვლევა

სტრესი

უახლესი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ადამიანში გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების მოსმენა ფიზიოლოგიურ სტრესს იწვევს. ალბათ, თავადაც არაერთხელ მოგშლიათ ნერვები დამახინჯებულ საუბარზე, მაგრამ მეცნიერები უბრალო გაღიზიანებას ცდებიან და რეალურ სტრესზე საუბრობენ…

კერძოდ, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 41 ცდის პირზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც საუბრის 40 ნიმუში გამოიყენეს. მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით იყო გაჟღენთილი, რათა მონაწილეებში დამოკიდებულების ცვლილება ზუსტად გაეზომათ. ამასთან, ცდის პირები სპეციალურ მონიტორთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც გულისცემის ცვალებადობას (HRV) აკონტროლებდა.

როდესაც ადამიანი მოდუნებულია, მისი HRV ცვალებადია. ხოლო სტრესის დროს ის რეგულარულია, სტაბილური ინტერვალები ახასიათებს. ამის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სუბიექტები ფიზიკურ სტრესს განიცდიდნენ გრამატიკული დარღვევების მოსმენისას - ეს მათ არა მხოლოდ ინტერპერსონალურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც აწუხებდათ.

„კვლევის შედეგებმა აშკარა კავშირი გამოკვეთა ფიზიოლოგიასა და შემეცნებას შორის. კოგნიტიური ძალისხმევა ფიზიოლოგიურ სისტემაში იმაზე მეტად მოქმედებს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ“, - განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი და წამყვანი ავტორი დაგმარ დივჯაკი.

მკვლევრების თქმით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსგავსი ექსპერიმენტი შემეცნების ასპექტების ახალი მეთოდების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

ასევე ნახეთ:

მძინარე დედა ჩაქუჩით მოკლა, შემდეგ კი გააუპატიურა - სერიული მკვლელის დაუჯერებელი საქმის დეტალები, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

„არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება“ - რას ამბობს ნინა ხუბუტია

კლავდა ქალებს, რომლებიც დედამისს ჰგავდნენ... - მანიაკი „ანგელოზის სახით“, რომელიც 8 ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს