„არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება“ - რას ამბობს ნინა ხუბუტია

სანდრო შელია

სანდრო შელია და ნინა ხუბუტია „მხოლოდ ლელასთან“ იმყოფებოდნენ სტუმრად. წყვილმა გულახდილად ისაუბრა მათ ურთიერთობაზე.

ლელა წურწუმიას კითხვაზე, როგორი რეაქცია ჰქონდა ყვითელ პრესის გამოხმაურებას მათ ქორწინებასთან დაკავშირებით.

„მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან ვნერვიულობ, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში ვიღებ კომენტარს. კრიტიკის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, პირიქით ჯანსაღი კრიტიკა კარგია ძალიან. მაგრამ დაუმსახურებელ ტალახს რომ იღებ, იქ, სადაც შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შენთვის ხარ და ხარ ბედნიერი და არ გაქვს იმის პრეტენზია, რომ რაღაცას წარმოადგენ.. ძირითადად რაც არ მომწონს, არის სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. ყველას თავისი წარსული ცხოვრება აქვს და ეს ძალიან ნორმალურია.

ინსტაგრამზე რაღაც ვიდეო დავდე და პირადი შეტყობინებაც მივიღე, რომ ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო. ასეთი შედარებები ჩემთვის გაუგებარია“. – ამბობს ნინა ხუბუტია.