„ეშმაკის ეკლესიის" საიდუმლო, მაგიური რიტუალები და „უნიკალური რეზონანსი, რომელიც სულების არსებობას გაგრძნობინებს“

ეშმაკის ეკლესია

ყოველწლიურად ათასობით გაბედული სტუმარი ფინეთის გამოქვაბულში ჩადის „ეშმაკთან საუბრის“ იმედით.

პირუნკირკკოს მღვიმე - ანუ ''ეშმაკის ეკლესია'' - მდებარეობს კოლის ეროვნულ პარკში და მოიპოვა რეპუტაცია სულების სამყაროსთან სავარაუდო კონტაქტის გამო.

ახლა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რატომ აცხადებენ მნახველები, რომ „გრძნობენ სულის არსებობას“ გამოქვაბულში.
ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი უნიკალურ რეზონანსზეა დამოკიდებული.

„სადაც აკუსტიკის მკვლევარი ისმენს რეზონანსს, ადამიანები შესაძლებელია გრძნობდნენ სულის არსებობას, ხოლო პრაქტიკოს შამანს შეუძლია იგრძნოს განსაკუთრებული ენერგიის არსებობა“, - ამბობდნენ რიტა რაინიო და ელინა ჰიტონენი. 
პირუნკირკკო არის Z-ის ფორმის ნაპრალი, სულ რაღაც 34 მეტრი სიგრძით.

ძველ ფოლკლორში მღვიმე ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ადგილობრივი ბრძენები იკრიბებოდნენ სულიერ სამყაროსთან დასაკავშირებლად.

კერძოდ, კაცი, რომელიც ცნობილია როგორც კინოლაინენი, რეგულარულად იყენებდა ეშმაკის ეკლესიას მაგიური რიტუალებისთვის.

„ფოლკლორის თანახმად, კინოლაინენს თავისი პაციენტები „ეკლესიაში“ მიჰყავდა, რათა ეშმაკთან ესაუბრათ მათი დაავადებების მიზეზებსა და განკურნებაზე“, - თქვა ქალბატონმა რაინიომ.

”ეს სამკურნალო რიტუალი ხშირად მოიცავდა ხმამაღალ ყვირილს, მუცელზე დარტყმას“.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა დაიწყეს იმის გარკვევა, შეუძლია თუ არა გამოქვაბულის აკუსტიკური თვისებებს მასთან დაკავშირებული რწმენის ახსნა.
გამოქვაბულის ანალიზმა აჩვენა, რომ მასში არის სპეციალური რეზონანსული ფენომენი, რომელიც ერთდროულად აძლიერებს და ახანგრძლივებს ბგერებს გარკვეულ სიხშირეზე.

მკვლევრების აზრით, ეს ფენომენი გამოწვეულია მღვიმის გლუვ პარალელურ კედლებს შორის მდგარი ტალღით.

ეს წარმოქმნის ბგერას გამოქვაბულის ბუნებრივ სიხშირეზე - 231 ჰც - რომელიც ისმის დაახლოებით ერთი წამის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაისმის ისეთი ხმები, როგორიცაა დარტყმა ან აფეთქება.

კვლევის ფარგლებში ჯგუფმა გამოკითხა და ჩაწერა თანამედროვე შამანი, რომელიც გამოქვაბულს რიტუალებისთვის იყენებს.

„პრაქტიკოსმა ინტერვიუში თქვა, რომ დარტყმების ვარჯიშმა, განსაკუთრებით გამოქვაბულის უკანა ნაწილში, გახსნა „ახალი ჰორიზონტები“.
„ჩვენ ჩავწერეთ პრაქტიკოსი შამანები და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი არაერთხელ გამოსცემდნენ ბგერებს 231 ჰც სიხშირით, რომლებიც შემდეგ აძლიერებდა გამოქვაბულს მათი ბუნებრივი სიხშირით.

მიუხედავად იმისა, რომ რეზონანსი ხშირია შენობებში, ის იშვიათია ბუნებრივ გარემოში - დიდწილად მყარი პარალელური ზედაპირების არარსებობის გამო.

ამ მიზეზით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გამოქვაბულის დახვეწილი რეზონანსი მნახველებს სულის არსებობის განცდას ანიჭებს. - წერს dailymail

ასევე ნახეთ:

„ეს კერძები არ უნდა მიირთვათ...“ - რისი დადება არ შეიძლება საახალწლო სუფრაზე

მოულოდნელი სიურპრიზი, ახალი საქმისა და თანამშრომლობის დაწყება - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა