"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან თბილისში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მათთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად, შანტაჟი შედეგს ვერ გამოიღებს.
ორი დღის წინ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაია კალასმა თქვა, რომ ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ზოგიერთი ჯგუფისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს არავითარი ეფექტი არ ექნება მათ ქმედებებზე.
"როდესაც სასწორის პინაზე დევს სუვერენიტეტის დაცვა, თუ სხვა მნიშვნელოვანი შესაბამისი ღირებულებები, არავითარი ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის ის, რამაც შეიძლება გადაწონოს სასწორის მეორე პინა.
რაც ვიხილეთ ლუქსემბურგის გამართულ შეხვედრაზე, მორიგი მექანიზმი ჩაირთვება სავიზო პოლიტიკასთან მიმართვებით და გამოარჩევენ სახელისუფლებო წრეებს, წინასწარ შეგვიძლია მათ ვუთხრათ, რომ მათთვის საინტერესო არავითარი ეფექტი ამას არ ექნება", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.