ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად მარინა კახიანი იყო მიწვეული. მსახიობმა პირადი და პროფესიული ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.
„ერთ-ერთი სპექტაკლი უნდა დაედგა ბატონ რობიკო სტურუას, მე ვიცოდი და სხვებმაც მითხრეს, რომ მე უნდა მეთამაშა ამ სპექტაკლში, განაწილება რომ გამოაკრეს, მე არ ვიყავი ამ განაწილებაში, ეს იყო პირველი სერიოზული დარტყმა, როგორც მსახიობისთვის, ავედი ჩემს ოთახში, ბევრი წყალი შევისხი სახეზე, ვიტირე, შემდეგ შევიღებე, გავლამაზდი და ჩამოვედი გაღიმებული. აი სახლში რომ მივედი, დიდი თმა მქონდა მაშინ, ავიღე დიდი სარკე და დავიწყე თმის შეჭრა, ნელ-ნელა ვიჭრიდი, ეტყობა ამ ქმედებაში ჩავაქსოვე ეს წყენა და ბოლოს მთლიანად გადავიპარსე და ეს იყო შვება“ - იხსენებს წლების წინანდელ ისტორიას მარინა კახიანი.