ოკუპირებული გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო
1754164494
ქართველი „კონკიას“ ზღაპარი - ასე ასათაურებს საკუთარ ცხოვრებას, ელენე ჭანიშვილი, რომელიც მოდელი პირველად, 57 წლის ასაკში გახდა.
ის მის ისტორიას „იმედის კვირას“ უყვება და ამბობს, რომ ასაკი, მხოლოდ ციფრებია.
„ჩემს ისტორიას, კონკიას ზღაპარს ვეძახი. პანდემიის დროს მამცნეს, რომ შემცირებაში მოვყევი, პანიკა მქონდა, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. 30 წელი როდესაც ერთ სფეროში მუშაობ, ძნელია. თუმცა მოხდა ის, რასაც მართლა არ ველოდი, 57 წლის ასაკში გავხდი მოდელი. ასაკი მხოლოდ ციფრებია, აღარ მეშინია დაბადების დღის მოსვლის.“,- ამბობს ელენე.
ახლა ის დიზაინერებთან თანამშრომლობს. მან ბოლოს ლაშა ჯოხაძის ჩვენება დახურა.
ნახეთ, დეტალურად ვიდეო: