1749237219
VIDEO: მდინარე იანძიში წყლის დონის დაშვების შემდეგ ბუდისტური ქანდაკებები აღმოაჩინეს

ჩინეთში, მდინარე იანძიში წყლის დონის დაწევის შედეგად ჩაძირული კუნძული გამოჩნდა, რომელზეც 3 ბუდისტური ქანდაკება აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ჩონქინში მოხდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქანდაკებები 600 წლისა და ისინი მინისა და ქინის დინასტიის მმართველობის დროს შეიქმნა.
იანძის წყლის დონემ ჩინეთში გვალვისა და სიცხის გამო იკლო. ივლისის შემდეგ იანძის აუზში ნალექის დონ ნორმაზე 45%-ით დაბალია.