VIDEO: ლეგენდარული მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი მესტიას სტუმრობს

რაინჰოლდ მესნერი მესტიას სტუმრობს

რაინჰოლდ მესნერი საქართველოში ჩამოვიდა. ლეგენდარული მთამსვლელი მესტიას სტუმრობს.

ცნობილი ალპინისტი, 23-27 ივლისს, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრება. 25 ივნისს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მის მასტერკლასს დაესწრონ.

რაინჰოლდ მესნერს დაპყრობილი აქვს დედამიწის თოთხმეტივე რვაათასმეტრიანი მწვერვალი, გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია, ტიბეტის, გობისა და თაკლა მაკანის უდაბნოები.