„დაბერების საწინააღმდეგო არის ერთადერთი კრემი...“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1785684253
ეზოტერიკოს ნინუშკა ლისენკოს თქმით, ყველაზე ძლიერი „ენერგეტიკული დაცვა“ ბუნებასა და ცხოველებზე ზრუნვას უკავშირდება. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც გარემოს იცავენ, უსახლკარო ცხოველებს ეხმარებიან და ბუნებას უფრთხილდებიან, მუდმივი და ძლიერი დაცვა აქვთ.
„ბევრი მწერს და მეკითხება, როგორ გავიკეთო ენერგეტიკული დაცვა, არც თვალი მეცეს, მიმართლებდეს და რამე უბედურება არ შემემთხვესო - ყველაზე ძლიერი დაცვა, რაც არსებობს საუკუნეებია, არის ბუნების დაცვა, ცხოველების დაცვა. ვინც აჭმევს მათ, იცავს, ეხმარება, დედაბუნებას იცავს და ა.შ. იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერი ეგრეგორი, ენერგია არის ცხოველები და ბუნება. მაგაზე ძლიერი არც ერთი არ არის საერთოდ. თუ გინდა მუდმივი დაცვა, ყველაზე ძლიერი დაცვა დედაბუნებისაა. ეკოლოგიას გაუფრთხილდი, მოუარე ძაღლებს, კატებს, აჭამე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ცხოველი იქნება, უნდა გადაყვცე და ყველაზე ძლიერი დაცვა გექნება,“ - ამბობს ნინუშკა ლისენკო.