პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას ფილმმა "დიდი შესვენება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
"დიდი შესვენება" გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
კომისიამ გამარჯვებული 15 სექტემბერს გამოავლინა. დავით ფირცხალავას ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
1. ოთარ ბუბაშვილი;
2. მინდია ესაძე;
3. ლევან თუთბერიძე;
4. ვლადიმერ კაჭარავა;
5. ედმონდ მინაშვილი;
6. ირაკლი სამსონაძე;
7. ანა ურუშაძე;
8. ზაზა შათირიშვილი;
9. ნიკუშა შენგელაია;
10. ნინო ჩიმაკაძე;
11. მაია ჭილაშვილი;
12. მარიამ ხაჭვანი.
კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
1. “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;
2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;
3. “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა;
4. „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში;
5. „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე;
6. “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.