ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

ლუკა ჩიქოვანი დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

ლეგენდარული დეივიდ რობერტ ჯოუნსის შესახებ, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი “დევიდ ბოუი”, მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მომღერლის როლს იტალიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი შეასრულებს.

პუბლიკამ ლუკა აქამდე ბევრ ფილმში იხილა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოჩენა, რომლითაც ლუკა ფართო საზოგადოებამ უფრო გაიცნო ეს არის ფილმი House Of Gucci, სადაც მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ.

ფილმი Ground Control კონცენტრირებული იქნება დევიდ ბოუის შინაგან სამყაროზე, მასკულინურ და ფემინურ მხარეებზე, რაც ნაკლებად იყო ნაჩვენები მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებში.