-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
ჩარლი კირკის ქვრივმა, ერიკამ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ პირველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. პირდაპირ ეთერში, ქმრის ცარიელი სკამის გვერდით იდგა, რომელსაც ის პოდკასტების ჩაწერის დროს იყენებდა.
„ჩემი ქმრის მემკვიდრეობა არასდროს მოკვდება. ბატონო პრეზიდენტო, ჩემს ქმარს თქვენ უყვარდით. და მან იცოდა, რომ თქვენც გიყვარდათ... მაგრამ ყველაზე მეტად ჩარლის მე და ჩვენი შვილები ვუყვარდით, ამას ის ყოველთვის გვაგრძნობინებდა. წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ცეცხლი დაანთეთ ჩემში. ამ ქვრივის ხმა მთელ მსოფლიოში გავრცელდება" - თქვა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმრის გარდაცვალების დროს, ერიკა შვილებთან ერთად აუდიტორიაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჩარლი კირკი მისივე საჯარო გამოსვლისას მოკლეს - მას იუტას შტატის Utah Valley University-ს კამპუსში ესროლეს. კირკი ყელში დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.