-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
აქვს თუ არა კავშირი "ჰექსოგენის შემოტანის" საქმესთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსანს - "პრაიმტაიმის" გავრცელებული ინფორმაციით, კვალი ბაჩო ახალაიამდე მიდის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინიდან, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის საქმეში, ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლიან.
ახალაიას დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია "პრაიმტაიმს" "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან წყარომ მიაწოდა. ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ, გუშინ ანი წითლიძის პოსტის კომენტარებშივე, გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და დაიმუქრა, რომ დაასახელებს, თუ ვინ გასცემს მსგავს ინფორმაციას პარტიის რიგებიდან.
”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ბაჩო ახალაიასთან ცალკეული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურთიერთობები ჰქონდეთ, საქმიანი თუ მეგობრული, თუმცა მისივე თქმით, ეს ფაქტი, "შეთქმულების თეორიების შექმნის საფუძვლად ვერ გამოდგება":
"მე ვერ დავკავდები მკითხაობით, ნებისმიერი მოქმედების თუ ინსინუაციების გამორიცხვა შეუძლებელია, ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ასახავდეს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ კავშირებს თუ ურთიერთობებს. შესაძლოა ბაჩო ახალაიასთან ცალკეული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურთიერთობები ჰქონდეთ, საქმიანი თუ მეგობრული, თუმცა ეს ვერანაირი საფუძველი ვერ გამოდგება რაღაც შეთქმულების თეორიები განავითაროს სუს-მა, როცა ამის რეალური საფუძველი არ არსებობს,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.