1765569542
მწერალი სოფი კინსელა გარდაიცვალა
მწერალი სოფი კინსელა, რომელიც ცნობილია წიგნების სერიით „შოპაჰოლიკი“ 55 წლისა გარდაიცვალა. ავტორს, რომლის ნამდვილი სახელიც მადლენ სოფი უიკჰემი იყო, 2022 წელს ტვინის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს.
კინსელას ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება მის Instagram-ანგარიშზე გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია: „გულგატეხილები გაცნობებთ, რომ დღეს დილით ჩვენი საყვარელი სოფი გარდაიცვალა. ის მშვიდ გარემოში გარდაიცვალა, მისი ბოლო დღეები კი სავსე იყო იმით, რაც ჭეშმარიტად უყვარდა: ოჯახით, მუსიკით, სითბოთი, შობითა და სიხარულით“.
მსოფლიოში კინსელას წიგნების 50 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. მისი ნაწარმოები 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. 2009 წელს მისი წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი „შოპაჰოლიკი“, რომელშიც მთავარი როლი აილა ფიშერმა შეასრულა.












