გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი “იმედის დღის” ეთერში დედისერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.
როგორც ნიკოლოზი აღნიშნავს, დღეს საკმაოდ ბევრ რამეს ნანობს და ამას მაშინ მიხვდა, როდესაც საყვარელი ადამიანი დაკარგა.
“დედისერთა მშობლებს ყურადღების კონცენტრაცია მაღალ დონეზე აქვთ და საჭიროა ამის დაბალანსება, რათა ბავშვი უფრო კომფორტულად გაიზარდოს. არ არის საჭირო, რომ შენ მას ძალიან გამოკვეთილ ინდივიდად მიიჩნევდე, თანაბრობის შეგრძნება უნდა ჰქონდეს.
როდესაც ავსტრიაში სასწავლებლად წავედი, მაშინ ვისწავლე როგორ უნდა შემეკრა თასმები ფეხსაცმელზე. უკვე სტუდენტმა. მანამდე დედა არ მაცლიდა, სახლიდან გამოსვლამდე თვითონ მიკრავდა ხოლმე. მთელი მისი ცხოვრება ჩემზე ფიქრით და ნერვიულობით იყო მოსილი. ეს მარტივი სატარებელი არ არის. მქონდა პროტესტი და მას ეს არ მოსწონდა.
საკმაოდ ეგოისტი ვიყავი. და-ძმები ხან მინდოდა და ხან არა. რომ წარმოვიდგენდი, ოთახში შეიძლებოდა სხვასაც ეცხოვრა და ემეცადინა, არ მომწონდა. დედისერთობა ხელს უწყობს ეგოცენტრულობას. თინეიჯერობის რაღაც ეტაპზე მინდოდა რომ მთავარ როლში არ ვყოფილიყავი. ახლა ძალიან ბევრ რამეს ვნანობ. როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ მერე ხვდები. ეგოისტები ვართ ადამიანები. ვერ ვახერხებთ მშობლებს დავუბრუნოთ ის თავგანწირვა, რომელსაც ჩვენთვის იჩენენ”, – საუბრობს ნიკოლოზ რაჭველი.