მესხეთის თეატრმა რუსთავში კომედიის თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

მესხეთის თეატრი

მესხეთის თეატრმა რუსთავში კომედიის თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მაყურებელს წარუდგინეს სპექტაკლი სახელწოდებით „გაუგებრობა", რომლის რეჟისორი, მალხაზ ასლამაზიშვილია.

რიგით მე-10 ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში თითქმის ორი კვირის განმავლობაში, რუსთავის თეატრის სცენაზე კომედიური ჟანრის სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.