მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა - ნინელი ჭანკვეტაძე იუბილარია

ნინელი ჭანკვეტაძე

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ნინელი ჭანკვეტაძეს იუბილეს ულოცავს. მსახიობი 68 წლის გახდა.

„24 ოქტომბერი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, ნინელი ჭანკვეტაძის დაბადების დღეა!
ქალბატონი ნინელის შექმნილი სახეები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დიდი ისტორიის ნაწილია - “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, "ბაკულას ღორები", "ჩვენი პატარა ქალაქი", "დონ ჟუანი", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "ამფიტრიონ 38", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"...

მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა.

ვულოცავთ ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, არაერთ საინტერესო როლს და დიდ შემოქმედებით წარმატებას!“-წერია მისალოც წერილში.