კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მოხეტიალე მთვარის თეატრმა სპექტაკლი "ადამისა და ევას დღიურები" დადგა

"ადამისა და ევას დღიურები

მოხეტიალე მთვარის თეატრი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სხვენში წარმოადგენს ახალ სპექტაკლს "ადამისა და ევას დღიურები".

სპექტაკლი, რომელიც კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, თბილისის მერიისა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით შეიქმნა, მოგვითხრობს ადამისა და ევას ურთიერთობას ბავშვობიდან სიბერემდე. ცნობილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის, ნოველების მიხედვით შექმნილი კომედიური სპექტაკლ-ექსპერიმენტით მსახიობები ეცდებიან თქვენთან ერთად გაარკვიონ, როგორ იბადება და იცვლის სახეს ის გრძნობა, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ.

პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორია ნიკა ლუარსაბიშვილი, სცენოგრაფი - ნინო კიტია, მსახიობები - არჩილ სულაქველიძე და ანა ჯავახიშვილი არიან.

"ადამისა და ევას დღიურები" არის კულტურის სამინისტროს კონკურსის "კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა" ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი.

სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 24 და 25 ოქტომბერს შეუძლია.