საშობაო წესები: რა უნდა გააკეთოთ, რომ ოჯახში კეთილდღეობა და სიმშვიდე გქონდეთ
1736067434
თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.