1772634466
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კომისიის მე-15 სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ სხდომაში მონაწილეობა, რადგან საქართველო და სომხეთი არა მხოლოდ მეზობლები, არამედ პარტნიორებიც არიან, რაც გამყარებულია მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ხალხთაშორისი კავშირებით.
კულტურის სფეროში ჩვენი მყარი თანამშრომლობის დასტურია 2025-2027 წლების ერთობლივი კულტურული პროგრამა. მჯერა, რომ კულტურა დარჩება მყარ ხიდად, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს აერთიანებს და ეკონომიკურ პროგრესს ადამიანურ ღირებულებებთან აკავშირებს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.












