„ოჯახის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ...“ – გოგა მანია
1742931706
კულტურის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„კანონს ემატება რადიომაუწყებლობის ახალი მიმართულება: კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რომელიც განიმარტება შემდეგნაირად: ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება.
ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
„მსურს განვმარტო, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დაკავშირებული არ არის მედიის შესახებ ბრიტანული მოდელის კანონპროექტთან. ეს არის კანონპროექტი, რომელიც დაკავშირებულია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის შემოტანასთან. მისი მიზანია ჩვენი შემოქმედების, კულტურის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის - როგორც ტრადიციული, ასევე პროფესიული ხელოვნების - პოპულარიზაცია, ჩვენი ხელოვანების მხარდაჭერა და მათთვის მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნა“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.