კიდევ ერთი ქართველის აღიარება - თათია კობალაძე „X Factor“ გლობალზე მეხუთე ადგილზე მოხვდა

თათია კობალაძე

მომღერალი თათია კობალაძე მის მიერ ნამღერი Jennifer Hudson-ის სიმღერით “X Factor“ გლობალზე მოხვედრას „პრაიმტამთან“ ეხმაურება.

შემთხვევით აღმოვაჩინე და საოცრად გამიხარდა. ყოველთვის ვუყურებ ხოლმე ვიდეოებს, ვინ მოხვდა ტოპ 10-ში, ვინ ტოპ 5-ში. უცებ მიჩვენებს, რომ ჩემი ვიდეო მსოფლიო მომღერლებს შორის მეხუთე ადგილზეა. საოცრად ამაყი ვარ, მახარებს ისიც, რომ ქართველი ვარ და მსოფლიო ასპარეზზე ეს კიდევ ერთი ქართველის წარმატებაა.როცა შენი ვიდეო X factor გლობალზე ხვდება, სადაც გვერდს 5 მილიონი გამომწერი ჰყავს, ეს მართლაც საოცრებაა,“ - ამბობს მომღერალი.