1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გუშინ, 8 თებერვალს, თეატრალური სამყარო (და არა მხოლოდ) მოულოდნელად დატრიალებულმა საზარელმა ფაქტმა შეძრა; 31 წლის მსახიობმა და რეჟისორმა, რეზი ქაროსანიძემ სიცოცხლე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე დაასრულა...
დასი მომხდარით შეძრულია. მსახიობებს უჭირთ გარდაცვლილ კოლეგაზე საუბარი. მარიკა სამანიშვილმა, გუშინ "პრაიმტაიმთან" პირველი კომენტარი გააკეთა:
"რამდენიმე წლის წინ, რეზი თეატრიდან წავიდა. ყველა ვთხოვდით, ხელფასის გამო განცხადება არ დაწერო და არ წახვიდეო. ხელფასი, რაც მას ჰქონდა, სხვებსაც იგივე აქვთ. ამაზე მეტი ხელფასი არ გვაქვს და სიგარეტის ფული გექნება-მეთქი, ვეუბნებოდი. აპროტესტებდა დაბალ ხელფასსაც, შემოქმედებასაც. არ მოსწონდა ეს შემოქმედება. უფრო მეტი უნდოდა. მაგრამ ასეთი რამ ყველა თეატრში ხდება.
რეზის ყველა გვერდით ედგა. მერიამ, გასულ ზაფხულს დააფინანსა 15 ათასი ლარით, რომ სპექტაკლი დაედგა. არაჩვეულებრივ ღონისძიებებს აკეთებდა. აფინანსებდნენ, უყურადღებოდ არ ყოფილა. ქალაქის თუ თეატრის ხელმძღვანელობას, რაც კი შეეძლოთ, გვერდით ედგნენ.
გულში სხვა რა ედო, ვერ გეტყვით. ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი, სამეგობრო...", - ამბობს მარიკა სამანიშვილი.
სპექტაკლი "იქ, სადაც ჩვენი სახლია" კახა გოგიძემ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ხუთი წლის წინ დადგა და ერთ-ერთ როლში რეზი ქაროსანიძე დააკავა.
რეზისთან დაკავშირებით კახა ახლაც აწყობდა გეგმებს. ის "პრაიმტაიმს" თავის ემოციებს უზიარებს.
კახა გოგიძე: აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ფილმის გადაღებას ვაპირებ და რეზის ჩრდილო-კავკასიელის როლში მოვიაზრებდი. ეს პერსონაჟი ქართველს, როგორც მოწინააღმდეგეს, გადაეკვეთება და ბოლომდე უერთგულებს. მტრის თუმცა, სინამდვილეში, ვაჟკაცი და ერთგული ადამიანის სახე უნდა განესახიერებინა. როლი როცა შევთავაზე, გაუხარდა...
ძალიან დამწყდა გული. რა გითხრათ, ძალიან კარგი ბიჭი იყო, ვიზუალიდან დაწყებული, ხედვებით დამთავრებული.
სიტყვები არ მყოფნის. ამ საშინელ ტრაგედიას მხოლოდ გაოგნება მოაქვს...
არ მინდა თავი ექსპერტად გამოვიყვანო, მაგრამ სუფთა ადამიანური დამოკიდებულებით რომ გითხრათ... რახან ეს თეატრში მოხდა, ალბათ, რაღაც პროტესტი ჰქონდა. არ ვიცი, რა... აბა, რატომ სცენაზე? მიჭირს რაიმეს თქმა. ბევრ კითხვას ბადებს, რატომ გააკეთა ეს სცენაზე? გაოგნების გარდა პასუხი არ მაქვს.
იყო შემდგარი მსახიობი და რეჟისორი. ახლაც დგამდა სპექტაკლს. ქუთაისის თეატრშიც შემოქმედებითი გარემოა, სულ მუშაობენ. არც რეზი იყო სენსიტიური და დეპრესიული ბიჭი, მაგრამ ადამიანის ფსიქიკაში რა ხდება, რას გაიგებ...
ძლიერი ადამიანი იყო. როლიც შესაფერისი მივეცი სპექტაკლში, ფილმშიც ძლიერი ვაჟკაცის სახეში ვხედავდი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს, პრობლემას აგვარებს კი არა... პირიქით.
მე მორწმუნე კაცი ვარ, არ მინდა მკაცრად განსჯა. იქნებ კარგად გამოიძიონ და იქნებ იმ მომენტში შეურაცხადი იყო, იქნებ შეგვეძლოს მისთვის სანთლის დანთება...
მე ვთვლი, ზოგადად, ბაღიდან უნდა ხდებოდეს ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლა, ვინ რისკენაა მიდრეკილი, იმის გარკვევა, ვის როგორი ფსიქიკა აქვს. ეს რომ ხდებოდეს, პოლიციაში არ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც სისასტიკისკენ არის მიდრეკილი. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. ჩვენ გვყავს საუკეთესო ფსიქოლოგები, მაგრამ მათ არ ვიყენებთ. ვიმეორებ, ბაღიდან და სკოლიდან უნდა ხდებოდეს ადამიანზე დაკვირვება. ამაში სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
ვიზიარებ ამ მწუხარებას. რეზი დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის და უპირველესად, ქუთაისის თეატრისთვის.
კარგი ქართველი და უნიჭიერესი ბიჭი იყო...