ოთო ბეზარაშვილი

კულტურა 1693661902

VIDEO: „ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“ - ოთო ბაზერაშვილის შესრულება და დარბაზის უწყვეტი ოვაციები

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ოპერის მომღერლის, აჩიკო გოგიტიძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არაერთ ნიჭიერ მომღერალთან ერთად, ყველასთვის საყვარელმა ოთო ბაზერაშვილმა მიიღო.ოთო მსმენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტიდან – „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. ყველა თანხმდება, რომ ის ქართულ სიმღერებს ყოველთვის გამორჩეული ემოციით ასრულებს.ვიდეოს სოციალურ ქსელში ტრადიციულად არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.„ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“, „მეფეთ მეფე კაცი!“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.ასევე ნახეთ:VIDEO: ,,შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო..."- Imagine Dragons-ის სოლისტის ემოციური მიმართვა მსმენელსგამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყება - რა შემთხვევაში და რამდენით დაჯარიმდებიან მძღოლები

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1689924540

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა

ნანი ბრეგვაძე იუბილარია. ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა. სცენის ლეგენდა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.აღსანიშნავია, რომ მისი შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე და მისი ვაჟი 21 რიცხვში არიან დაბადებულები. ასევე ნახეთ:VIDEO: „რაც მამაა, ის შვილიო“ - შვილთან ერთად ამღერებული ლევან სუხიტაშვილის ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა„გთხოვთ, თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ...“ - ქეთი ვაწაძის საგანგაშო მიმართვაVIDEO: „ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ასე ვიყავით შეთანხმებული.. ამიტომაა სევდიანი...“ - რა კადრებს ავრცელებს ზურა შევარდნაძეVIDEO: „დიდებული, სევდიანი და დახვეწილი“ - ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი ნახვების რეკორდს ხნის

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე და იოლიტე ხვიჩია მოკლემატრაჟიანი ფილმიდან - „ვაგონში“

კულტურა 1689775020

VIDEO: „მართლა არტისტი ხარ ჟუჟუნა კიტრაძე... არც მე ვარ შენზე ნაკლები!...“ - ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას აქამდე უცნობი ფილმი

დღეს ქართველი კინო მსახიობის, საესტრადო მომღერლისა და კინორეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი 85 წლის გახდებოდა.ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი.მან კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში - „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს".მსახხიობს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა -70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" -  სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, ასევე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.  ცნობილი კინომსახიობი 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ, მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმს - „ვაგონში“, გენიალური მსახიობების ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია.  ფილ­მში მოქ­მე­დე­ბა, თბი­ლი­სი­დან ცხაკაიაში (სენაკი) მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­ში ვი­თარ­დე­ბა. სცენარის მიხედვით, ორი მგზავრი ერთმანეთს, ვაგონის კუპეში გაიცნობენ და აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე ადგილას მიდიან.ბუბა კიკაბიძე (ჟუჟუ კიტრაძე), რომელიც ფილმშიც მსახიობია, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში, სპექტაკლზეა მიწვეული და იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი მარღანია) კი, მშობლიურ სოფელში მიემგზავრება...   

buba

კულტურა 1689744618

„მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს!“ - ბუბა კიკაბიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ბუბას ემოციურ პოსტს, პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის ვაჟი უძღვნის. "გილოცავ ბუბა! 85  შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი.ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტისოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი. მიყვარახარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ, სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე! შენი რატი",-წერს რატი აბზიანიძე.ასევე ნახეთ:⇒ VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო⇒ ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“⇒ „ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლეს, მშობლებს“ - მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს⇒ ,,ჩემი სიმპათიური ძამიკო, როგორ მენანები მიწისთვის..." - ლუკა ლაცაბიძეს ემშვიდობებიან  

ზურა შევარდნაძე

საზოგადოება 1688806220

VIDEO: „ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ასე ვიყავით შეთანხმებული.. ამიტომაა სევდიანი...“ - რა კადრებს ავრცელებს ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის ახალ კლიპზე მუშაობის კადრებს გვიზიარებს.ზურა შევარდნაძის თქმით, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ვიდეოკლიპი კი „გარდენიაში“ გადაეღოთ:ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა და ჩვენს ბაღში გადაეღოთ – ასე ვიყავით შეთანხმებული და გვიხაროდა.ნანი ბრეგვაძემ იმღერა ძვირფასი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, ამიტომაა სევდიანი, განსაკუთრებით ემოციურია, როცა აზერბაიჯანელი მომღერალი ქართულად მღერის და ამხელა პატივისცემას გამოხატავს“, – წერს ზურა შევარდნაძე.ცნობისათვის, ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინ აგალაროვმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა.

nani

კულტურა 1686929586

რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."

"ყვავილების ქვეყანას" ბუბა კიკაბიძე მისეული მანერითა და ქარიზმით ასრულებდა და ეს სმენით მახსოვრობაში გვაქვს ჩალექილი. მანამდე მას ბაგრატიონები ასრულებდნენ, ჯერ ბუბას ბიძა, დიდი ჯანო და შემდეგ ბიძაშვილი - ჯანო ბაგრატიონი მღეროდა.19 ივლისს არტისტის 85 წლის იუბილისთვის მზადება დაწყებული იყო, თუმცა 15 იანვარს "უკანასკნელი მეფაიტონე" თბილისს დაემშვიდობა... და წავიდა.ბუბას ხსოვნის საიუბილეო საღამო ჩატარდება. "ყვავილების ქვეყანას" კი აზერბაიჯანელი მომღერალი, ემინ აგალაროვი, ბუბას ნაცვლად, ნანი ბრეგვაძესთან ერთად იმღერებს. დუეტი ჩაიწერა, მასზე ვიდეო კლიპიც გადაღებულია.ემინი თბილისს სტუმრობდა. გადაღებამ "გარდენიაში" ერთი დღე წაიღო. დუეტი ბუბას ხსოვნას მიეძღვნა. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო."ჩემთვის სასიამოვნო იყო ის, რომ აზერბაიჯანელი მომღერალი "ყვავილების ქვეყანას" მღერის ქართულად. სენსიტიური მომენტია. დუეტიც თბილი და ნოსტალგიური გამოვიდა. მე როგორც ვიცი, ვიდეოკლიპი იტრიალებს საქართველოში და აზერბაიჯანში. სხვა ინფორმაცია არ მაქვს" - უთხრა ზაზა ორაშვილმა "პრაიმტაიმს".სანამ "გარდენიაში" ლეგენდა, სახელად "ნანი" გამოჩნდებოდა, ლოკაცია ზღაპრულად მორთეს, გარემო არტისტისთვის შესაფერისად მომზადდა...ზაზა ორაშვილი: მე ნანისთან პირველად არ მიმუშავია. მასთან გადასაღებ მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ხვდები და რწმუნდები, რა დიდი პროფესიონალია. ცხოვრება მიდის და ნანი ისეთივეა, როგორც ყოველთვის იყო და დაიმსახურა ის დიდება, რაც მის სახელს ახლავს. უდიდესი პროფესიონალია. გადაღება ძალიან შრომატევადი პროცესია. ის ბოლომდე თავდაუზოგავად მოგყვება და გეუბნება, გავაგრძელოთ, გადავიღოთო...სცენის დედოფალი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოაჩინა და შეიყვარა. სხვაგვარად აღიქვა და გაიაზრა. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ 87 წლის პრიმა მომღერალს, უკვე ჩაწერილი სიმღერის თავიდან ჩაწერა სურს, რადგან საკუთარი ნამღერით უკმაყოფილოა და ყოველგვარი დაღლის, "ხალტურის", "გატარების" გარეშე, ისევე აქტიურად ეკიდება საქმეს, როგორც ადრე. და აბა, ამის გათვალისწინებით რომ დავასკვნათ, როგორღა დაეტყობა ასაკი? ნანი ბრეგვაძე: წინ და წინ ვერ გეტყვით, როგორი გამოვა ეს ნამუშევარი. ამის თქმა წინასწარ ძნელია. მინდა კარგი იყოს. "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი სიმღერა ყოფილა. ისე იმღერება, იმდენ საშუალებას გაძლევს შენი დამოკიდებულება და სიყვარული გამოხატო, რომ ნამდვილად გადასარევი სიმღერაა. ადრე მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი. სახლშიც არ მიმღერია. არის სიმღერები, რომელიც საკუთარი რეპერტუარიდან მიყვარს და ვმღერი. "ყვავილების ქვეყანა" ჩემს ოჯახში არასდროს გაჟღერებულა. დიდი ჯანო ბაგრატიონი სწორი ყოფილა, ეს სიმღერა რომ აურჩევია და მღეროდა. მერე პატარა ჯანომ შესანიშნავად იმღერა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მომღერალი არ იყო. მერე ბუბა მღეროდა. ანუ "ყვავილების ქვეყანა", მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადავიდა. მე არ მომისინჯავს მისი შესრულება. ახლა ჩავწერე, თუმცა მანამდე დრო არ მქონდა ჩემთვის მემღერა. მივედი "ბრავო რექორდსში", ჩავწერე, ვიმუშავეთ, მაგრამ ჩემთვის არ არის საკმარისი. რადგანაც კარგად არ მქონდა გათავისებული. ახლა სახლშიც ვმღერი, ფრაზებს ვიაზრებ, ვითავისებ. გადასარევი მელოდიაა, სითბო მოდის. როგორ ეხვეწება, მე გელოდი, რომ მითხარი მოვალო და შენ რატომ დაიგვიანეო. ტექსტიც არაჩვეულებრივია. მოვიარე არე მარე, გელოდებიო, გულდაწყვეტილია. არ მომწონს ჩემი ნამღერი და უნდა გავასწორო, თავიდან ჩავწერო, უკვე გააზრებულად. კმაყოფილი არ ვარ და როგორ უნდა დავტოვო? ის ხმა აღარ მაქვს, რაც მქონდა. 87 წლისას კიდე მინდა ის ხმა მქონდეს, მაგრამ სად არის ასე?  შენზე სიმღერის სიტყვები უნდა მოქმედებდეს. - ახლა გვითხარით ემინ აგალაროვზე, როგორი მეწყვილე აღმოჩნდა? - ემინს ვიცნობდი მოსკოვიდან. გამოვსულვართ საერთო კონცერტებზე. ის განებივრებული ბიჭია, მილიარდერის შვილია, მაგრამ თქვენ ამას მას ვერ შეატყობთ. ეს არაფერში არ ჩანს. სულ სხვანაირად გაზრდილი, განათლებული ბიჭია და ვერ იტყვი, რომ ის ბედისგან განებივრებულია. აქვს უფროსების მიმართ პატივისცემა.ეს დუეტი ბუბასთან უნდა ჩაეწერა ემინს. მაგრამ 19 ივლისს, ბუბას საიუბილეო საღამოზე, როდესაც მე და ემინი ამ სიმღერას შევასრულებთ, ბუბა ეკრანიდან იმღერებს.ბუბას ემინისთვის უთქვამს, ქართულად უნდა იმღერო, ამ სიმღერის თარგმანი არ გამაგონოო. მშვენივრად უსწავლია ქართულად და მღერის. ბუბაზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა. 19 ივლისს ბუბა 85-ის გახდებოდა, მე 21-ში ვხდები 87 წლის. ბუბა ჩემთვის ცოცხალია, მასზე წარსულში ვერ ვსაუბრობ. გაგიჟებით უყვარდა საქართველო. ვერსად ვერ ჩერდებოდა. მე ვიცი, რამდენი განცდები ჰქონდა. მოთხრობებს, სცენარებს, ლექსებს წერდა. უნიჭიერესი იყო.ვნახოთ, კლიპი როგორი გამოვა. კლიპში სამი სხვადასხვა სამოსით ვარ. "გარდენიაში" ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდა. ყველა თვალებში მიყურებს და მე მადლიერი ვარ. მადლიერების განცდა არ მტოვებს, როგორც უფლისადმი, ასევე ხალხისადმი. სხვაგვარად არ შეიძლება... ასევე დაგაინტერესებთ: „ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

ემინ

შოუბიზნესი 1686900381

„დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით...“ - ნანი ბრეგვაძე

„მომღერალი, ემინ აგალაროვი თბილისში იმყოფება. ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს. კლიპის გადაღება თავიდან  ბუბა კიკაბიძესთან ერთად იყო დაგეგმილი. ამ კლიპში აზერბაიჯანელი მომღერალი მონაწილეობს.სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ემი­ნი რუსია და სიმღერასაც რუსულად ასრულებს.ნანი ბრეგვაძე მისი და აზერბაიჯანელი მომღერლის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმიანება და ამბობს რომ „დაწყნარდეს ყველა“.„ძალიან დავიღალე გადაღებაზე, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. მე არ მომეწონა ჩემი ნამღერი და თავიდან უნდა ჩავწერო. ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან რაც ამ ბიჭს დაემთხვევა ტონალაბობაში. ის აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ემინი შესანიშნავი ბიჭია. ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში. კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის, არც რუსულად ვმღერით“,- ამბობს ნანი ბრეგვაძე.ნახეთ ვიდეო:„ემინ აგალაროვი თბილისშია... ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს“ - ნახეთ, ვიდეო

bakuradze

ტაბლოიდი 1677246120

„ამ ტრაგედიის მერე დედას სიმღერაც დამთავრდა და ცხოვრებაც“ - სალომე ბაკურაძე მძიმე პერიოდს იხსენებს

ბევრმა არ იცის, რომ სალომე ბაკურაძის დედა ვოკალისტია და სიმღერის ნიჭი გენეტიკურად ერგოთ მას და მის დას. თუმცა, ერთმა საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება შეცვალა. როცა მომღერალი 10 წლის იყო, მამა გარდაეცვალა. დაქვრივებულ დედას კი ხმა საერთოდ წაერთვა.„მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში, ქმრის გარდაცვალების მერე, ხმა საერთოდ წაერთვა. მოკლედ, ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა – მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები ასწავლიდნენ. იმ დროს ბევრი რამ არ ხდებოდა შემოქმედებითი კუთხით, თუმცა ბორჯომის „ბროლის ნაძვის“ ფესტივალი ტარდებოდა, სადაც მთელი საქართველოს ნიჭიერი ბავშვები ჩადიოდნენ. ვინც დღეს სცენაზე დგას, ყველა „ბროლის ნაძვის“ კონკურსანტი იყო. მაგალითად, ნეკა სებისკვერაძე, სტეფანე და ასე შემდეგ. მათ შორის, მეც. სხვათა შორის, სახლში ვიპოვე ბუკლეტი, სადაც ამ კონკურსის მაშინდელ ჟიურის წევრებს – ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს, ნუგზარ კვაშალს, ნუგზარ ერგემლიძეს ჩემთვის, როგორც ნიჭიერი პატარა მომღერლისთვის, სურვილები და ავტოგრაფები აქვთ დაწერილი.“ - ამბობს „თბილისელებთან“ სალომე ბაკურაძე.

dato buba

კულტურა 1675228545

„როცა კონცერტებზე ერთად ვიყავით, "ჩიტო-გვრიტოს" თვითონ არასდროს მღეროდა, მე მამღერებდა...“ - დათო ხუჯაძე ბუბაზე

ბუბა კიკაბიძემ თავისი რეპერტუარით მთელი ეპოქა შექმნა. მღეროდა გენიალური კომპოზიტორების სიმღერებს, რომლებიც მაშინვე ჰიტდებოდა. სიმღერები ისეთი პოპულარული იყო, რომ 80-იან წლებში მოსმენილი, დღემდე ყურის მახსოვრობაშია გამჯდარი.შემდეგ ჩაიწერა რემიქსები, ამ სიმღერების გაცოცხლების მცდელობით. ახალი თაობის მომღერლებმა ძველი, ახლებურად ამოატრიალეს. ზოგს გაუმართლა კიდეც. ასეთი აღმოჩნდა დათო ხუჯაძის გარემიქსებული "ჩიტო-გვრიტოს" ახალი ვერსია. ფილმ "მიმინოსთვის" დაწერილ გია ყანჩელის სიმღერას, დათომ ახალი სიცოცხლე აჩუქა. თავად სიმღერამ კი, ისიც ახეირა...მომღერალი "პრაიმტაიმთან" იხსენებს, თუ რა აზრის იყო თავად დიდი არტისტი ახალ ვერსიაზე.   დათო ხუჯაძე: ბედნიერება მხვდა წილად, რომ ბუბას სიმღერა "ჩიტო-გვრიტო", რომელიც მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო, მე შევასრულე. კონცერტებზე, როდესაც ვხვდებოდით, ვეკითხებოდი: კანსტანტინოვიჩ, დღეს ხომ არ მღერით "ჩიტო-გვრიტოს"-მეთქი? მიდი, მიდი იმღერეო, მეტყოდა.მოსწონდა ჩემი ვერსია. და როცა ერთად ვიყავით კონცერტებზე, თვითონ არასდროს მღეროდა "ჩიტო-გვრიტოს", მე მამღერებდა.რამდენი ხალხი მივიდა მის გასაცილებლად, ხომ ნახეთ, თანაც, არა მხოლოდ ქართველები.ამ ადამიანმა კაცურად იცხოვრა. ხალხიც გაახარა და თვითონაც იხარა. ღმერთმა მის ასაკამდე მიგვიყვანოს ყველა.სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის წასვლით, ეპოქა დამთავრდა. 

bubas simgera

კულტურა 1674732568

VIDEO: უნიკალური კადრები - ბუბა კიკაბიძე დედას უმღერის

ვიდეო გადაღებულია თბილისში 1988 წელს, რომელშიც იგი დედას, მანანა ბაგრატიონს უმღერის.ქალბატონი მანანა ჯაზ-ორკესტრში მღეროდა, რომელიც მისმა ძმამ ცნობილმა ქორეოგრაფმა, მომღერალმა და მუსიკოსმა ჯანო ბაგრატიონმა ჩამოაყალიბა. 

buba

კულტურა 1674511458

„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე

„დღეს მეცხრე დღე შესრულდა ბუბას გარდაცვალებიდან. ვაკურთხეთ მისი საფლავი, სადაც ასევე განისვენებს მისი დედა - მანანა ბაგრატიონი“, - წერს სოციალურ ქსელში რატი აბზიანიძე, ლეგენდარული არტისტის პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის შვილი. ბუბას დედა პირველ ჯაზორკესტრში მღეროდა, რომელსაც მისი ძმა, მომღერალი და მუსიკოსი, ჯანო ბაგრატიონი უწევდა ორგანიზებას. მანანა ბაგრატიონი წლების მანძილზე, სიონის მგალობელი იყო.მოგვიანებით, ერთ ინტერვიუში ბუბა იხსენებს. "დედა მორწმუნე ქალი იყო. სულ გალობდა სიონის ეკლესიაში. ერთი რამ მითხრა, რომელიც სულ მახსოვს. იესო ქრისტე სხვადასხვა ტაძრებში სხვადასხვანაირადაა დახატული. ერთმანეთს არ ჰგავს. - დედა, იცნობ-მეთქი? - ვკითხე მაცხოვარზე. - ყოველ დღე ვხედავო. - ვინ არის ღმერთი-მეთქი? - შენ ხარო, - მიპასუხა. - მე როგორ-მეთქი? - ყველა ადამიანში ღმერთია. როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო... სწორი თქვა...".ლეგენდარული არტისტი 15 იანვარს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა. ნათლისღებას ვერის სასაფლაოზე, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალეს.

buba

კულტურა 1674498648

"ბუბა მოეფერა და მოულოდნელად, ქალს ცრემლები წამოუვიდა... არ იცით, რა ბედნიერება მოუტანეთ, მთელი ცხოვრება ბუბაზე იყო შეყვარებულიო..." - საოცარი ისტორიები ლეგენდაზე

ბუბა კიკაბიძესა და მის პროდიუსერს, სოსო აბზიანიძეს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ. უამრავი გასტროლი და კონცერტი, თუ შემოქმედებითი საღამო - შინ თუ გარეთ... სოსო გეგმავდა, ბუბა - მღეროდა. ეს არ იყო ვარსკვლავისა და მისი პროდიუსერის ურთიერთობა, დაძაბული, ანდა ოფიციალური. ეს ორი მეგობრის კავშირი იყო, რომლებიც ერთმანეთს თვალებით უგებდნენ.ბუბას არანაირი ვარსკვლავური კაპრიზი არ ჰქონია. იყო უშუალო და ძალიან სახალხო. სწორედ ამიტომაც უყვარდათ და ამიტომაც არის, რომ ბატონი სოსო, 15 იანვრის შემდეგ, თავს მხარჩამოვარდნილი გრძნობს. მან "პრაიმტაიმთან" მეგობარი გაიხსენა ისტორიებით, რომლითაც ბუბას სხვა თვალით დაგანახვებთ. სოსო აბზიანიძე:  იყო ჭეშმარიტი ხელოვანი და პატრიოტი. თავში არასდროს ავარდნია ამხელა პოპულარობა. დაცვას გვერდით არ იყენებდა. ერთ-ორ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით, როგორი იყო...მოლდავეთში გვქონდა კონცერტი. ბუბამ კიშინიოვის საკონცერტო დარბაზში შემოიხედა და მითხრა, ძალიან ცარიელია სცენა და ეგებ რაიმეთი შეავსოთო. ვნახე მუშები, დაველაპარაკე და რაღაც დეკორაციები ამოვატანინე სცენაზე. ვაჩვენე, რაღაცები გადააკეთა და მეუბნება: ახლა იცი, რას გეტყვი, ბიჭო? ოთხი ბოთლი არაყი ამოიტანე, კიდე რაც საჭიროა მოაყოლე და ბიჭებს მიუტანეო. მუშები ერთი რვანი იყვნენ. მოვიტანე ეს ყველაფერი და "კურილკაში" მივიტანე მათთან და გაზეთზე დავუწყე. მერე ბუბასთან მივედი, დავალება შესრულებულია-მეთქი. ახლა ჩამიყვანე მაგათთანო, მთხოვა. კონცერტამდე ხუთი საათია დარჩენილი. მივედით მუშებთან. გადაირივნენ ისინი. ერთი ამბობს, ჩვენ ასეთი ბედნიერება აქამდე არ მოგვცემია. როდესაც ვარსკვლავები ჩამოდიან, დაცვა დაჰყვებათ, ერთი ორმოცი კაცი და ვინ მოგვცემს მათთან მიახლოების უფლებასო. ბუბას დაცვა არ უყვარდა. სულ მაფრთხილებდა, ბიჭო, ვიღაცები არ დაგვახვედრონო. ამხელა ხელოვანს, ასეთი მასშტაბის ადამიანს, თავში რომ არ ჰქონია ეს პოპულარობა ავარდნილი, მსოფლიოში მეორეს ვერ იპოვით. ეს იყო ერთადერთი ბუბა კიკაბიძე. თავი არავისთვის გადაუმეტებია.მოკლედ, მუშები შოკში იყვნენ, ახლოს ხედავდნენ ბუბას, თავიანთ "კურილკაში". ბუბამ სიმბოლურად დალოცა ისინი, ერთი ჭიქა დალია და მადლობა გადაუხადა. ერთ მუშას ტელეფონმა დაურეკა. გავიდა, ილაპარაკა და მობრუნდა ამ სახელდახელო "მაგიდასთან." ბუბას უყვება, მამას ვესაუბრე და ვუთხარი, ბუბა კიკაბიძე ჩემს გვერდით დგას-მეთქი და არ დამიჯერაო. რატომ არ სჯერა, მოიყვანე კონცერტზეო, უთხრა ბუბამ. ვერ მოვა, მამა ლოგინად არის ჩავარდნილიო. მაშინ, ტელეფონზე დამალაპარაკეო. და ტელეფონზე ესაუბრა იმ კაცს. ის კაციც გაგიჟებულა სიხარულით... ისრაელში ერთ-ერთ კონცერტზე, 60-65 წლის ქალი მოვიდა, მინდა დედაჩემს შევახვედრო ბუბაო. მოკლედ, დარბაზში ეტლით შემოიყვანა დედა. მოხუცს ალცჰაიმერი ჰქონია და შუშის თვალებით, უმისამართოდ და ურეაქციოდ იყურებოდა აქეთ-იქით. ბუბა მოეფერა, დაელაპარაკა და მოულოდნელად ქალს ცრემლები წამოუვიდა... შვილმა გვითხრა, ინსულტი აქვს გადატანილი და არ იცით, ახლა რა ბედნიერება მოუტანეთ, მთელი ცხოვრება ბუბაზე იყო შეყვარებულიო...ასეთი ისტორიები მრავლადაა ბუბას ბიოგრაფიაში.